PatientGO
საბოლოო მომხმარებლის ლიცენზიის ხელშეკრულება ("აბოლოო მომხმარებლის ლიცენზიის ხელშეკრულება“ ან "ხელშეკრულება“)
ბოლო განახლების თარიღი: 2020 წლის 23 ივნისი
საბოლოო მომხმარებლის ლიცენზიის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება (კონფიდენციალობის პოლიტიკასთან ერთად) და ნებისმიერი დამატებითი პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია საბოლოო მომხმარებლის ლიცენზიის ხელშეკრულებაში მითითებით, ერთად წარმოადგენენ ჩვენი გამოყენების წესებს) და ვრცელდება PatientGO აპის გამოყენებაზე კლინიკურ ცდაში თქვენი მონაწილეობის დროს. გამოყენების პირობები განსხვავდება ნებისმიერი პირობებისგან, რომლებიც არეგულირებს თქვენს მონაწილეობას კლინიკურ ცდაში (კლინიკური ცდა). PatientGO აპი არის მობილური პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, როგორც კლინიკური ცდის მონაწილეს, მართოთ თქვენი მოგზაურობა, საცხოვრებელი და ხარჯების ანაზღაურება.
ვინ ვართ ჩვენ
"Illingworth Research Group Limited “ არის აპის მფლობელი და "PatientGO“ მომსახურების მომწოდებელი (წინამდებარე ხელშეკრულებაში კოლექტიურად მოიხსენიება, როგორც "Illingworth“, "ჩვენ“, "ჩვენს“ ან "ჩვენი“).
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, საჭიროებთ რაიმე მხარდაჭერას, ან აპლიკაციის გამოყენებისას რაიმე პრობლემა შეგექმნათ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე patientgo@illingworthresearch.com
როგორ მოვახდენთ თქვენთან კომუნიკაციას
- ჩვენ დაგიკავშირდებით ელფოსტით, სატელეფონო ზარის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით და გამოვიყენებთ საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც მოგვაწოდეთ მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილის და/ან ხარჯების ანაზღაურების დასაჯავშნად კლინიკურ ცდაში თქვენი მონაწილეობისას.
გამოყენების პირობებზე დათანხმებით, თქვენ შეგიძლიათ:
- ჩამოტვირთოთ აპი თქვენს მოწყობილობაზე, რომელიც აკმაყოფილებს სისტემის მინიმალურ მოთხოვნებს, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ:
- iOS-ისთვის სისტემის მინიმალური მოთხოვნაა iPhone 6s/iOS 13 SDK;
- Android-ისთვის, android 6 OS და მხარდაჭერილი მოწყობილობები;
- ვებ-აპლიკაციებისთვის, აპი ოპტიმიზებულია Safari-ს (Apple), Google Chrome-ის და Microsoft Edge-ის უახლესი ვერსიებისთვის (მოცემული დროისთვის).
- დაათვალიეროთ, გამოიყენოთ და ასახოთ აპი ასეთ მოწყობილობებზე მხოლოდ პირადი მიზნებისთვის;
- გამოიყენოთ მოცემული პაციენტის საინფორმაციო ფურცლები აპის ინსტალაციის და დაშვებული გამოყენების მხარდასაჭერად;
- ჩვენ გაძლევთ პირადად თქვენ აპის გამოყენების უფლებას, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ლიცენზიაშია გაწერილი. თქვენ არ გაქვთ უფლება გადასცეთ აპი მესამე პირს თანხის ან რაიმე სხვა პირობის სანაცვლოდ ან უფასოდ. თუ გაყიდით რაიმე მოწყობილობას, რომელზეც დაყენებულია აპი, თქვენ უნდა წაშალოთ აპი მოწყობილობიდან მის გაყიდვამდე.
თუ თქვენ ჯერ არ ხართ 18 წლის
აპი არ არის განკუთვნილი ბავშვების მიერ გამოსაყენებლად („ბავშვი“ არის ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის ჯერ 18 წლის). როდესაც ბავშვი მონაწილეობს იმ კლინიკურ ცდაში, რომელშიც აპი ხელმისაწვდომია, აპი ხელმისაწვდომია გადმოტვირთვისთვის და გამოიყენებისთვის მხოლოდ ბავშვის მშობლის პასუხისმგებლობის მქონე პირისთვის და აპის ნებისმიერი შიდა მოთხოვნა უნდა შეასრულოს ამ პირმა ბავშვის სახელით.
თქვენი კონფიდენციალობა
ჩვენ მოგაწვდით გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (სპეციალური კატეგორიის მონაცემების ჩათვლით) და რა მიზნებისთვის ვამუშავებთ და თქვენი უფლებების შესახებ ამ მონაცემებთან დაკავშირებით, კონფიდენციალობის პოლიტიკაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით გადაცემა არასდროს არის სრულად კონფიდენციალური ან უსაფრთხო და რომ ნებისმიერი შეტყობინება ან ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აგზავნით აპის გამოყენებით, შეიძლება სხვების მიერ წაკითხული ან ინტერპრეტირებული გახდეს, მაშინაც კი, როდესაც მოცემულია სპეციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ გარკვეული გადაცემა დაშიფრულია.
iTunes-ის და Google Play-ის პირობები ასევე ვრცელდება
აპის გამოყენების წესები ასევე შეიძლება გაკონტროლდეს iTunes-ის და Google Play-ის წესებით და პოლიტიკით და ეს წესები ან პოლიტიკა გავრცელდება ამ პირობების ნაცვლად იმ შემთხვევებში, სადაც ამ ორს შორის განსხვავებებია.
გამოყენების პირობების ცვლილება
შესაძლოა დაგვჭირდეს გამოყენების წესების შეცვლა კანონში შეტანილი ცვლილების ასახვის მიზნით ან საუკეთესო პრაქტიკის მიზნით დამატებითი მახასიათებლების დასარეგულირებლად, რომლებსაც წარმოგიდგენთ. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შეცვალოთ ჩვენი გამოყენების წესები და გირჩევთ რეგულარულად შეამოწმოთ გამოყენების წესები ნებისმიერ ცვლილებასთან გასაცნობად.
აპის განახლება
დროდადრო შესაძლოა აპი ავტომატურად განვაახლოთ, რომ გავაუმჯობესოთ მისი მუშაობა, გავაძლიეროთ ფუნქციონალურობა, ავსახოთ ცვლილებები ოპერაციულ სისტემაში ან მოვაგვაროთ უსაფრთხოების საკითხები. ალტერნატიულად, შესაძლოა გთხოვოთ აპის განახლება ამ მიზეზების გამო. თუ გადაწყვეტთ არ დააინსტალიროთ ასეთი განახლებები ან არ გამორთავთ ავტომატურ განახლებებს, შესაძლოა ვერ შეძლოთ აპის გამოყენება.
თუ ტელეფონს ან მოწყობილობას, რომელსაც იყენებთ ფლობს სხვა პირი
თუ აპს ჩამოტვირთავთ ან მოახდენთ მის სტრიმინგს ტელეფონზე ან სხვა მოწყობილობაზე, რომელიც არ არის თქვენს საკუთრებაში, თქვენ უნდა გქონდეთ ამის უფლება მფლობელის მხრიდან. თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ამ გამოყენების წესების დაცვაზე, მიუხედავად იმისა, ფლობთ თუ არა ტელეფონს ან სხვა მოწყობილობას.
ლიცენზია
PatientGO მობილური აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით მოწოდებული მონაცემები და მასში ნებისმიერი განახლება ან დამატებები, ერთობლივად მოიხსენიება, როგორც „აპი“. „Illingworth“ გაძლევთ გამოთხოვად, არაექსკლუზიურ, გადაცემას არ დაქვემდებარებულ, შეზღუდულ ლიცენზიას, რომ ჩამოტვირთოთ, დააინსტალიროთ და გამოიყენოთ აპი მხოლოდ თქვენი პირადი, არაკომერციული მიზნებისათვის, მკაცრად, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ლიცენზიის შეზღუდვები
თქვენ თანახმა ხართ, რომ არ მოიმოქმედებთ შემდეგს:
- გააქირავებთ, დააგირავებთ, მოახდენთ ქველიცენზირებას, ათხოვებთ ან სხვაგვარად გახდით აპს ხელმისწვდომს სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერი მესამე პირისთვის ჩვენგან წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე;
- დააკოპირებთ აპს, გარდა აპის ნორმალური გამოყენების წესების ნაწილისა ან როდესაც ეს აუცილებელია სარეზერვო ან სამუშაო უსაფრთხოების მიზნით;
- აპს სრულად ან ნაწილობრივ გადათარგმნით, გააერთიანებთ, მოახდენთ ადაპტაციას, შეცვლით, მოახდენთ მოდიფიცირებას, ასევე დაუშვებთ აპის ან მისი ნაწილის სხვა პროგრამასთან გაერთიანებას ან მის დანერგვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა აპის მოწყობილობებზე გამოსაყენებლად, როგორც ეს წინამდებარე გამოყენების პირობებით არის დაშვებული;
- დაშლით, მოახდენთ დეკომპილირებას, გადაკონსტრუირებას ან შექმნით მეორად სამუშაოებს აპზე ან მის ნაწილებზე დაყრდნობით, აგრეთვე არ შეეცდებით ამგვარი ქმედების შესრულებას, გარდა იმ მოცულობითა (1988 წლის ინტელექტუალური უფლებების, პროექტირებისა და პატენტების აქტის 50B და 296A მუხლების შესაბამისად), როდესაც ასეთი ქმედები არ არის აკრძალული, რადგან აუცილებელია აპის დეკომპილირებისთვის დამოუკიდებელი პროგრამის შესაქმნელად საჭირო ინფორმაციის მისაღებად, რომელიც შეძლებს აპთან ან სხვა პროგრამასთან მუშაობას (დაშვებული მიზანი) იმ პირობით, რომ თქვენ მიერ მიღებული ინფორმაცია ასეთი აქტივობებისას:
ა) არ არის გამჟღავნებული ან გაზიარებული ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე მხარისთვის, რომლისთვისაც არ არის აუცილებელი მისი გამჟღავნება ან გაზიარება ნებადართული დაშვებული მიზნის მისაღწევად; დაis
ბ) არ გამოიყენება რაიმე პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, რომელიც არის აპის მნიშვნელოვნად მსგავსი; დაცულია; და გამოიყენება მხოლოდ დაშვებული მიზნისთვის;
გ) შეესაბამება ყველა მოქმედი ტექნოლოგიური კონტროლის ან ექსპორტის კანონებსა და დებულებებს, რომლებიც ვრცელდება აპის მიერ გამოყენებულ ან მხარდაჭერილ ტექნოლოგიაზე.
გამოყენების დაშვებული შეზღუდვები
თქვენ არ უნდა:
- გამოიყენოთ აპი არამართლზომიერი ფორმით, ნებისმიერი უკანონო მიზნით ან ამ პირობებთან რაიმე შეუსაბამო ფორმით ან იმოქმედოთ თაღლითურად ან ბოროტი განზრახვით, მაგალითად, მავნე კოდით, ვირუსებით ან მავნე მონაცემებით, აპის ან ნებისმიერი ოპერაციული სისტემის ჰაკინგის გზით;
- დაარღვიოთ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ან რომელიმე მესამე მხარის უფლებები აპის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი მასალის წარდგენა (იმ პირობით, რომ ასეთი გამოყენება არ არის ლიცენზირებული);
- გადასცეთ ნებისმიერი მასალები, რომლებიც ცილისმწამებლური, შეურაცხყოფის შემცველი ან სხვაგვარად სადავოა აპის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- გამოიყენოთ აპი ისეთი გზით, რომელმაც შესაძლებელია დააზიანოს, მწყობრიდან გამოიყვანოს, გადატვირთოს, შეაფერხოს ან დააზიანოს ჩვენი სისტემები ან უსაფრთხოება, ან ხელი შეუშალოს სხვა მომხმარებლებს; და
- შეაგროვოთ ნებისმიერი ინფორმაცია ან მონაცემები ჩვენი სისტემებიდან ან შეეცადოთ გაშიფროთ მონაცემების ნებისმიერი გადაცემა აპის სერვერებზე ან სერვერებიდან.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
მთელ მსოფლიოში აპის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები გვეკუთვნის ჩვენ და უფლებები აპში ლიცენზირებულია (არა გაყიდული) თქვენთვის. თქვენ არ გაქვთ ინტელექტუალური საკუთრების უფლება აპში ან აპზე, გარდა მისი გამოყენების უფლებისა ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ჩვენი პასუხისმგებლობა თქვენთვის მოყენებულ ზარალზე ან დაზიანებაზე
თქვენს წინაშე ვართ პასუხისმგებელი ჩვენ მიერ გამოწვეული პროგნოზირებადი ზარალისთვის და ზიანისთვის. თუ ჩვენ ვერ ვასრულებთ ამ პირობებს, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თქვენთვის მიყენებული ზარილზე ან ზიანზე, რაც განპირობებულია ჩვენ მიერ ამ პირობების დარღვევის ან გონივრული ზრუნვისა და უნარის ვერ გამოყენებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი რაიმე ზარალზე ან ზიანზე, რომელიც არ არის პროგნოზირებადი. დანაკლისის ან დაზიანების პროგნოზირება შესაძლებელია, თუ აშკარაა, რომ ეს მოხდება ან თქვენი ამ გამოყენების წესებზე დათანხმების დროისთვის, როგორც ჩვენ, ისე თქვენ ვიცოდით, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. ჩვენ არ გამოვრიცხავთ და არანაირად არ ვზღუდავთ ჩვენს პასუხისმგებლობას თქვენს მიმართ, თუ ამის გაკეთება უკანონო ქმედებაა. ეს მოიცავს პასუხისმგებლობას სიკვდილსა ან პირად დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ჩვენი დაუდევრობით ან ჩვენი თანამშრომლების, აგენტების ან ქვეკონტრაქტორების დაუდევრობით, ან თაღლითობის ან თაღლითური გზით შეცდომაში შეყვანის გამო.
როდის ვართ პასუხისმგებელნი თქვენი ქონების დაზიანებაზე. თუ ჩვენ მიერ მოწოდებული დეფექტური ციფრული კონტენტი დააზიანებს მოწყობილობას ან ციფრულ კონტენტს, რომელიც თქვენ გვეკუთვნით, ჩვენ შევაკეთებთ დაზიანებას ან გადაგიხდით კომპენსაციას. ამასთან, ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებელნი იმ ზიანზე, რომლის თავიდან აცილებაც შეგეძლოთ ჩვენი რჩევების დაცვით და უფასოდ შემოთავაზებული განახლების გამოყენებით ან ზიანზე, რომელიც თქვენ გამოიწვიეთ, ინსტალაციის ინსტრუქციების არასწორად შესრულებით ან ჩვენ მიერ გაწერილი მინიმალური სისტემური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობით.
ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ბიზნესის ზარალზე. აპი განკუთვნილია საშინაო და პირადი გამოყენებისთვის. თუ თქვენ იყენებთ აპს ნებისმიერი კომერციული, ბიზნესის ან რეალიზაციის მიზნით, ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ მოგების დანაკარგზე, ბიზნესის დაკარგვაზე, ბიზნესის შეფერხებაზე ან ბიზნეს შესაძლებლობის დაკარგვაზე.
აპის შეზღუდვები. აპი მოცემულია ზოგადი ინფორმაციისთვის და დაგეხმარებათ, თქვენი მოგზაურობის, საცხოვრებლის, თანხის ანაზღაურების მოწყობასა და დაგეგმვაში მხოლოდ კლინიკურ ცდაში მონაწილეობის დროს. ის არ გთავაზობთ რჩევებს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოთ. თქვენ უნდა მიიღოთ პროფესიონალის ან სპეციალისტის რჩევა აპიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაიმე ქმედების შესრულებამდე ან ამ ქმედებაზე უარის გამოცხადებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონივრული ძალისხმევით ვცდილობთ განვაახლოთ აპის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას და არ ვგულისხმობთ, რომ ასეთი ინფორმაცია არის ზუსტი, სრულყოფილი ან თანამედროვე.
გთხოვთ, შექმნათ აპში გამოყენებული მონაცემების და კონტენტის სარეზერვო ასლი. ჩვენ გირჩევთ შექმნათ აპთან დაკავშირებული ნებისმიერი კონტენტის ან მონაცემების სარეზერვო ასლი, რომ დაიცვათ თავი აპთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში.
მოვლენები ჩვენი კონტროლის მიღმა. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მოვლენებზე კონტროლის მიღმა. თუ ჩვენი მხრიდან აპის მხარდაჭერა დაგვიანდა ჩვენი კონტროლის მიღმა მოვლენით, ჩვენ დაგიკავშირდებით რაც შეიძლება მალე, რომ შეგატყობინოთ ამის შესახებ და გადავდგამთ ნაბიჯებს შეფერხების ეფექტის შესამცირებლად. იმ პირობით, რომ ამას შევასრულებთ, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს დაგვიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ამ მოვლენით, მაგრამ არსებითი დაგვიანების რისკის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ხელშეკრულების შესაწყვეტად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენთან კონტრაქტის შეწყვეტა არ შეწყვეტს თქვენს მონაწილეობას კლინიკურ ცდაში, რომელიც დამოუკიდებლად და ცალკე იმართება.
ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ აპის გამოყენების თქვენი უფლებები, თუ დაარღვევთ ამ გამოყენების წესებს.
ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ აპის გამოყენების თქვენი უფლებები ნებისმიერ დროს თუ თქვენ სერიოზულად დაარღვიეთ ეს პირობები და გაცნობებთ ამის შესახებ. თუ თქვენ მიერ ჩადენილი დარღვევის გამოსწორება შესაძლებელია, ჩვენ მოგცემთ ამის საშუალებას.
თუ ჩვენ შევწყვეტთ თქვენს უფლებებს გამოყენოთ აპი
- თქვენ უნდა შეაჩეროთ ამ პირობებით გათვალისწინებული ყველა აქტივობა, მათ შორის, აპის გამოყენება;
- თქვენ უნდა წაშალოთ აპი თქვენს მფლობელობაში მყოფი ყველა მოწყობილობიდან და დაუყოვნებლივ გაანადგუროთ აპის ყველა ასლი, რომელიც თქვენ გაქვთ და დაგვიდასტუროთ, რომ ეს მოთხოვნები შეასრულეთ;
- ჩვენ შეგვიძლია დისტანციურად მოვახდინოთ წვდომა თქვენს მოწყობილობებზე და წავშალოთ აპი.
ვადა და შეწყვეტა
- წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს მისი ჩვენ ან თქვენ მიერ შეწყვეტამდე.
- წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა არ შეწყვეტს თქვენს მონაწილეობას კლინიკურ ცდაში, რომელსაც მეთვალყურეობს სპონსორი/მის მიერ დანიშნული მესამე მხარე, რომელიც დამოუკიდებელია „Illingworth“-ისგან.
- თქვენ ასევე შეგიძლიათ შეწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება თქვენი მობილური მოწყობილობიდან აპის და მისი ყველა ასლის წაშლით. გირჩევთ ამის გაკეთებამდე დარწმუნდეთ, რომ დაასრულეთ აპის გამოყენებით გაკეთებული ყველა მოთხოვნა.
- "Illingworth“ შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით ან უმიზეზოდ, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ეს შეთანხმება წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.
სხვა მნიშვნელოვანი პირობები
- ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ამ წესების შესაბამისი ჩვენი უფლებები და მოვალეობები სხვა ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის წერილობით გაცნობებთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი უფლებების გადაცემამ არ იმოქმედებს თქვენს უფლებებზე.
- თქვენი უფლებების სხვისთვის გადასაცემად გესაჭიროებათ ჩვენი თანხმობა.
- თქვენ შეგიძლიათ თქვენი ამ პირობებით გათვალისწინებული უფლებები ან ვალდებულებები გადასცეს სხვა პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შეთანხმებულნი ვართ წერილობით.
- წინამდებარე ხელშეკრულება არ იძლევა რაიმე უფლებას მესამე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის შესასრულებლად.
- თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება შეუსრულებლად ან ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული, ამგვარი დებულება შეიცვლება და ინტერპრეტირებული იქნება ასეთი დებულების მიზნების მაქსიმალური შესაძლებლობების მისაღწევად მოქმედი კანონით, ხოლო დანარჩენი დებულებები დარჩება ძალაში.
- იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ამ ხელშეკრულების ამოქმედებას დავაგვიანებთ, ჩვენ მოგვიანებით მაინც შეგვიძლია მისი ამოქმედება. თუ ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვთ, რომ თქვენ დაუყოვნებლად შეასრულოთ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ან თუ ჩვენ დავაყოვნებთ თქვენს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას თქვენ მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ არ უნდა შეასრულოთ ის ქმედებები და ეს ხელს არ შეგვიშლის თქვენს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაში.