Home » PatientGO Privacy Policy – Georgian

PatientGO Privacy Policy – Georgian

english

PatientGO - კონფიდენციალობის პოლიტიკა

Illingworth Research Group Limited-ს კლინიკური კვლევების სპონსორმა/მათ მიერ დასახელებულმა მესამე პირმა სთხოვა, ხელი შეეწყო თქვენი კლინიკური ცდის (კლინიკური ცდა) ფარგლებში მოგზაურობისთვის, დაბინავებისთვის ან/და ხარჯების განაწილებისთვის, როგორც კლინიკური ცდის ნაწილი. ამისათვის, ჩვენ უნდა შევკრიბოთ, შევინახოთ და გავიზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, რაც გვაქცევს „მონაცემების დამმუშავებელად“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს შესახებ პერსონალურ ინფორმაციას მოგზაურობის, დაბინავების და ხარჯების ანაზღაურების მომსახურების (ასევე ცნობილია, როგორც PatientGO) გასამარტივებლად, მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების (GDPR) და მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ მონაწილეებზე, რომლებიც იყენებენ მომსახურებას. ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემები თქვენ მიერ აპის გამოყენების დროს არის ცალკეული და დამოუკიდებელი კლინიკური ცდის მონაცემებისგან, როგორც ეს მითითებულია თქვენს თანხმობის დოკუმენტაციაში კლინიკური ცდის სპონსორის/მათ მიერ დასახელებულ მესამე პირთან.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ შემდეგი, რომ გაეცნოთ ჩვენს პრაქტიკას თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით და როგორ გამოვიყენებთ მათ აპთან და თქვენ მიერ მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში.

აპის ინსტალაციაზე თანხმობა
მონაცემთა დაცვის კანონების თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორ და რა მიზნებისთვის ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემს და თქვენი უფლებების შესახებ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.
აპის ინსტალაციისას, თქვენ მიუთითებთ თანხმობას თქვენი პირადი და სპეციალური კატეგორიის მონაცემების დამუშავებაზე (მაგალითად, თქვენი სახელი, საკონტაქტო მონაცემები, პასპორტის დეტალები, ფინანსური და სამედიცინო ინფორმაცია), როგორც ეს აღწერილია ამ პოლიტიკაში.

როგორ შეგიძლიათ თანხმობის გაუქმება
თქვენ შეგიძლიათ გადაიფიქროთ და ნებისმიერ დროს გააუქმოთ თანხმობა, ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ ელფოსტის მისამართზე PatientGO@illingworthresearch.com; მაგრამ ეს არ იმოქმედებს თქვენი თანხმობის გაუქმებამდე განხორციელებული ნებისმიერი დამუშავების კანონიერებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი თანხმობის გაუქმებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენ მიერ აპში განხორციელებული ნებისმიერი მოთხოვნის შესრულების უნარზე, მაგალითად, ხარჯების ანაზღაურებაზე.

შესავალი
ეს პოლიტიკა (ჩვენი საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულებასთან ერთად, როგორც ეს მოცემულია ბმულზე https://illingworthresearch.com/patientgo-terms (საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულება) და გამოყენების დამატებითი პირობები, რომლებიც გათვალისწინებულია საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო ხელშეკრულებასთან მითითებით, ერთობლივად ჩვენი გამოყენების პირობები) ვრცელდება თქვენ მიერ შემდეგის გამოყენებაზე:
• PatientGO ვერსია 1 მობილური აპის პროგრამული უზრუნველყოფა (აპი), რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Google Play-ში, ასევე Apple Store-ში. მას შემდეგ, რაც გადმოწერეთ ან გადაიტანეთ აპის ასლი თქვენს მობილურ ტელეფონზე ან პორტატულ მოწყობილობაზე (მოწყობილობა).
• PatientGO-ს მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია აპის (მომსახურების) საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია აპის ვებსაიტზე ან ჩვენს სხვა ვებსაიტებზე (მომსახურების ვებსაიტები). წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს იმ საფუძველს, რომლითაც ჩვენ მიერ დამუშავდება ნებისმიერი პერსონალური მონაცემი (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემები), რომელსაც შევაგროვებთ თქვენგან ან თქვენ მოგვაწვდით.
• ეს აპი განკუთვნილი არ არის ბავშვებისთვის („ბავშვი“ არის 18 წლამდე ასაკის პირი) და როდესაც კლინიკური ცდის მონაწილე არის ბავშვი, რომელსაც სურს გამოიყენოს აპი და მომსახურება, აპი ხელმისაწვდომია და მომსახურება გაწეულია იმ პირობით, რომ მხოლოდ ბავშვის მშობლის პასუხისმგებლობის მქონე პირი არის აპის მომხმარებელი. გთხოვთ, წაიკითხოთ შემდეგი, რომ კარგად გაეცნოთ ჩვენს პრაქტიკას თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით (სპეციალური კატეგორიის მონაცემების ჩათვლით) და როგორ ვამუშავებთ მათ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ვინ ვართ ჩვენ
„Illingworth Research Group Limited“ არის მაკონტროლებელი და პასუხისმგებელი მხარე თქვენს პერსონალურ მონაცემებზე (ამ პოლიტიკაში კოლექტიურად მოიხსენიება, როგორც „Illingworth“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“).
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მისამართებზე.

საკონტაქტო მონაცემები
ჩვენი სრული მონაცემები:
· იურიდიული ერთეულის სრული დასახელება: Illingworth Research Group Limited
· ელფოსტის მისამართი: PatientGO@illingworthresearch.com

·საფოსტო მისამართი: Suite 5, Silk House, Park Green, Macclesfield, Cheshire, SK11 7QJ, გაერთიანებული სამეფო

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს შეიტანოთ საჩივარი ინფორმაციის კომისრის ოფისში (ICO), დიდი ბრიტანეთის სამეთვალყურეო ორგანოში მონაცემთა დაცვის საკითხებზე ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის სხვა კომპეტენტური საზედამხედველო ორგანოში, თუ აპი გადმოწერილი გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს გარეთ.

კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები და ჩვენი მოვალეობა მოგაწოდოთ ინფორმაცია ცვლილებების შესახებ
ჩვენ რეგულარულად მიმოვიხილავთ ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას. წინამდებარე ვერსიის ბოლო განახლების თარიღია 2020 წლის 23 ივნისი.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვაახლოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. გირჩევთ, რეგულარულად შეამოწმოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა ნებისმიერი ცვლილების გასაცნობად.
მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური და სპეციალური კატეგორიის მონაცემები, რომლებიც თქვენ შესახებ გვაქვს, ზუსტი და აქტუალური იყოს. გთხოვთ, შეგვატყობინოთ ჩვენთან ურთიერთობის დროს რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ.

მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ თქვენ შესახებ
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, გამოვიყენოთ, შეინახოთ და გადავცეთ სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები თქვენს შესახებ:
• ვინაობის მონაცემები.
• საკონტაქტო მონაცემები.
• ფინანსური მონაცემები.
• სატრანზაქციო მონაცემები.
• მოწყობილობის მონაცემები.
• კონტენტის მონაცემები.
• პროფილის მონაცემები.
• გამოყენების მონაცემები.
• სპეციალური კატეგორიის მონაცემები.
სპეციალური კატეგორიის მონაცემები
ჩვენ ვაგროვებთ თქვენს შესახებ სპეციალური კატეგორიების პერსონალურ მონაცემებს (შეიძლება შეიცავდეს დეტალებს თქვენი რასის ან ეთნიკურობის შესახებ, რელიგიური ან ფილოსოფიური რწმენის შესახებ და ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობის შესახებ). ჩვენ შევაგროვებთ და დავამუშავებთ სპეციალური კატეგორიის მონაცემებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სპეციალურად არის საჭირო იმისათვის, რომ შევასრულოთ ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც თქვენ გააკეთებთ აპის ფარგლებში, მაგალითად, მოგზაურობის ან საცხოვრებლის დასაჯავშნად.

როგორ გროვდება თქვენი პერსონალური მონაცემები?
ჩვენ შევაგროვებთ და დავამუშავებთ თქვენს შესახებ შემდეგ მონაცემებს:
• ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით. ეს არის ინფორმაცია (მათ შორის პიროვნების, საკონტაქტო და ფინანსური მონაცემების ჩათვლით), რომლის ჩვენთვის გადმოცემაზე თქვენ ხართ თანახმა და ავსებთ აპის ვებსაიტზე და მომსახურების ვებსაიტებზე (ერთობლივად ჩვენი ვებსაიტები) ან გვაწვდით კორესპონდენციის საშუალებით (მაგალითად, ელფოსტით ან ჩატით). იგი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით, როდესაც რეგისტრირდებით აპის ვებსაიტზე, რომ გამოიყენოთ იგი, ჩამოტვირთოთ ან დაარეგისტრიროთ აპი, გამოიწეროთ ჩვენი მომსახურება, მოიძიოთ აპი ან მომსახურება და როდესაც იყენებთ აპს მოგზაურობასა და საცხოვრებელთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად, ხარჯების ასანაზღაურებლად, აპის ხარვეზის, ჩვენი მომსახურების ან რომელიმე ჩვენი ვებსაიტის პრობლემის დასაფიქსირებლად. თუ დაგვიკავშირდებით, ჩვენ შევინახავთ კორესპონდენციის ჩანაწერს .
• ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ და თქვენი მოწყობილობის შესახებ. ჩვენი ვებსაიტების მონახულებისას ან ჩვენი ერთ-ერთი აპის გამოყენებისას, ყოველ ჯერზე ჩვენ ავტომატურად შევაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს მოწყობილობის, კონტენტის და გამოყენების მონაცემების ჩათვლით. ჩვენ ვაგროვებთ ამ მონაცემებს „ქუქი“-ფაილებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.
• ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ სხვა წყაროებიდან, მათ შორის მესამე პირებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებისგან. ჩვენ ვიღებთ თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს სხვადასხვა მესამე მხარიდან, როგორც ეს ქვემოთ მოცემულია:
• ვინაობის და საკონტაქტო მონაცემებს ცდის სპონსორის ან მათი დასახელებული მესამე მხარისგან, რომლებიც შეიძლება დაფუძნებულ იქნენ ევროკავშირის საზღვრებში ან მათ გარეთ.

„ქუქი“-ფაილები
ჩვენ ვიყენებთ „ქუქი“-ფაილებს ან/და თვალყურის დევნის სხვა ტექნოლოგიებს, რომ განგასხვავოთ თქვენ აპის, აპის ვებსაიტის, სადისტრიბუციო პლატფორმის (Appstore) ან მომსახურების ვებსაიტების სხვა მომხმარებლებისგან და თქვენი პრეფერენციების დასამახსოვრებლად. ეს გვეხმარება შევქმნათ თქვენთვის დადებითი გამოცდილება, როდესაც იყენებთ აპს ან ათვალიერებთ ჩვენს ნებისმიერ ვებსაიტს და ასევე საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ აპი და ჩვენი ვებსაიტები. დეტალური ინფორმაციისთვის ჩვენ მიერ გამოყენებული „ქუქი“-ფაილების შესახებ, მათი გამოყენების მიზნებისათვის და იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ არჩევანის გაკეთება ჩვენ მიერ „ქუქი“-ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით ელფოსტაზე PatientGO@illingworthresearch.com.

როგორ ვიყენებთ თქვენი პერსონალური და სპეციალური კატეგორიის მონაცემებს
თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მაშინ გამოვიყენებთ, როდესაც კანონი ამის საშუალებას მოგვცემს. ყველაზე ხშირად ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგ გარემოებებში:
• როდესაც თქვენ განაცხადეთ თანხმობა მათ დამუშავებამდე.
• როდესაც თქვენთან გასაფორმებელი ან გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად არის საჭირო.
• როდესაც ეს აუცილებელია ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის (ან მესამე მხარის ინტერესებისთვის) და თქვენი ინტერესები და ძირითადი უფლებები არ აღემატება ამ ინტერესებს.
• სადაც უნდა შევასრულოთ იურიდიული ან მარეგულირებელი ვალდებულება.

 

მიზნები, რომლითვისაც ვიყენებთ თქვენი პერსონალური და სპეციალური კატეგორიის მონაცემებს

მიზანი/აქტივობა მონაცემების ტიპი დამუშავების იურიდიული საფუძველი
აპის დასაინსტალირებლად და თქვენს დასარეგისტრირებლად, როგორც აპის ახალი მომხმარებელი ვინაობა
საკონტაქტო
ფინანსური
მოწყობილობა
თქვენი თანხმობა
თქვენთან ხელშეკრულების გაფორმება
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საჭიროება (თქვენი ხარჯების ასანაზღაურებლად)
აპის შიდა მოთხოვნების დასამუშავებლად და მომსახურების მისაწოდებლად, მათ შორის მოგზაურობის/დაბინავების მოთხოვნების მართვისა და ანაზღაურების მოთხოვნის შესრულების ჩათვლით. ვინაობა
საკონტაქტო
ფინანსური
სატრანზაქციო
მოწყობილობა
ადგილმდებარეობა
სპეციალური კატეგორიის მონაცემები
თქვენი თანხმობა
თქვენთან ხელშეკრულების გაფორმება
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საჭიროება (თქვენი ხარჯების ასანაზღაურებლად)
ჩვენი  ურთიერთობის მართვისთვის, მათ შორის აპის ან რაიმე მომსახურების ცვლილების შესახებ შეტყობინების გამოსაგზავნად ვინაობა
საკონტაქტო
ფინანსური
პროფილი
თქვენი თანხმობა
თქვენთან ხელშეკრულების გაფორმება
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საჭიროება (ჩანაწერების განახლება და მომხმარებლების მიერ ჩვენი მომსახურების გამოყენების ანალიზი)
იურიდიული ვალდებულების შესრულება (ჩვენს წესებსა და პირობებში ცვლილების შეტანის შესახებ თქვენი ინფორმირება)
ჩვენი ბიზნესის და ამ აპის ადმინისტრირება და დაცვა, პრობლემების მოგვარების, მონაცემთა ანალიზისა და სისტემის ტესტირების ჩათვლით ვინაობა
საკონტაქტო
მოწყობილობა
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დაცვის საჭიროება (ჩვენი ბიზნესის მართვა, ადმინისტრაციული და IT მომსახურების გაწევა, ქსელის უსაფრთხოება)

 

თქვენი პირადი მონაცემების გამჟღავნება

როდესაც თქვენ თანხმდებით მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური და სპეციალური კატეგორიის მონაცემები, ჩვენ ასევე მოგთხოვთ თანხმობას, რომ თქვენი პირადი მონაცემები გავუზიაროთ ქვემოთ მოცემულ მესამე მხარეებს, ცხრილში მითითებული მიზნებისათვის:

  • შიდა მესამე მხარეები, როგორც ეს განმარტებულია ჩვენს გლოსარიუმში.
  • გარე მესამე მხარეები, როგორც ეს განმარტებულია ჩვენს გლოსარიუმში.
  • მესამე მხარეები, რომლებისთვის შეგვიძლია ჩვენი ბიზნესის ან ჩვენი აქტივების ნაწილების მიყიდვა, გადაცემა ან შერწყმა. სხვაგვარად, ჩვენ შეგვიძლია სხვა ბიზნესის შეძენა ან მათთან შერწყმა. თუ ჩვენს ბიზნესში მოხდა ცვლილება, ახალ მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი პერსონალური და სპეციალური კატეგორიის მონაცემები ისე, როგორც ეს მოცემულია ამ კონფიდენციალობის პოლიტიკაში.

 

საერთაშორისო ტრანსფერები

ჩვენი მრავალი მესამე მხარე დაფუძნებულია ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, ამიტომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს მონაცემთა გადაცემას ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ.

როდესაც თქვენს პირად მონაცემებს გადავცემთ ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათი მსგავსი დონის დაცულობას, რაც გულისხმობს მინიმუმ ერთი შემდეგი გარანტიის შესრულებას:

  • თქვენს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკომისიის მიერ ითვლება დამაკმაყოფილებლად პერსონალური მონაცემების დაცვის სათანადო დონის უზრუნველყოფის მხრივ. დეტალებისთვის, იხილეთ ევროკომისია: პერსონალური მონაცემების დაცვის ადეკვატურობა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში.
  • სადაც ვიყენებთ გარკვეულ მომსახურების მიმწოდებლებს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ევროკომისიის მიერ დამტკიცებული კონკრეტული კონტრაქტები, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ანიჭებენ იგივე დაცვის დონეს, როგორც ევროპაში. დეტალებისთვის, იხილეთ ევროკომისია: პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნებში გატანის კონტრაქტების მოდელები.
  • როდესაც ჩვენ ვიყენებთ აშშ-ში დაფუძნებულ პროვაიდერებს, შეგვიძლია მათ გადავცეთ მონაცემები, თუ ისინი იქნებიან „კონფიდენციალობის ფარის“ ნაწილი, რომელიც მოითხოვს, რომ მათ მსგავსი დაცვა უზრუნველყონ ევროპასა და აშშ-ს შორის გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებზე. დეტალებისთვის, იხილეთ ევროკომისია: ევროკავშირი-აშშ კონფიდენციალობის ფარი

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენ მიერ გამოყენებული სპეციფიკური მექანიზმის შესახებ, თქვენი პერსონალური მონაცემების ევროპის ეკონომიკური ზონიდან გადატანისას.

 

მონაცემთა უსაფრთხოება

თქვენ მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია ჩვენს უსაფრთხო სერვერებზე ინახება. ჩვენს უსაფრთხო სერვერებზე დაცული ინფორმაცია დაცულია ინდუსტრიული სტანდარტული დაშიფვრის გამოყენებით. როდესაც ჩვენ გადმოგცემთ პაროლს (ან თქვენ ირჩევთ), რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩვენი ვებსაიტების გარკვეულ ნაწილებზე წვდომა გქონდეთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ პაროლის კონფიდენციალობაზე. გთხოვთ, არ გაუზიაროთ არავის პაროლი.

თქვენი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჩვენ გამოვიყენებთ მკაცრ პროცედურებს და უსაფრთხოების ინსტრუმენტებს, რათა შევეცადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემთხვევით დაკარგვის, გამოყენების ან არაავტორიზებული წვდომის თავიდან აცილებას. თქვენს, როგორც მომხმარებელს (საბოლოო მომხმარებელი) და „Illingworth“-ს, როგორც მომსახურების ნაწილს შორის მიმოცვლილი მონაცემები დაცულია ინდუსტრიული დაშიფვრის სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. ჩვენს სერვერებზე დაცული მონაცემები დაცულია დაშიფვრის და საუკეთესო ფაიერვოლების გამოყენებით, არაავტორიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

პერსონალური იდენტიფიცირებადი მონაცემები არ ინახება საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობაში. ორი დაშიფრული მარკერი ინახება საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობაში, რათა ხელი შევუწყოთ სისტემაში მარტივად შესვლის პროცესს.

ჩვენ შევიმუშავეთ პროცედურები ნებისმიერი პერსონალური მონაცემების დარღვევასთან გასამკლავებლად და შეგატყობინებთ თქვენ და ნებისმიერ შესაბამის მარეგულირებელს, როდესაც ამის კანონიერად მოვალეობა გვექნება.

 

მონაცემების შენახვა

კანონით, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძირითადი ინფორმაცია თქვენს შესახებ (საკონტაქტო, ვინაობის, ფინანსური და სატრანზაქციო მონაცემების ჩათვლით), შვიდი წლის განმავლობაში კლინიკური ცდის დასრულების შემდეგ, ფინანსური აუდიტის მიზნებისათვის.

ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვთხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა: დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ თქვენი იურიდიული უფლებები ქვემოთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ თქვენს პირად მონაცემებს ვაქცევთ ანონიმურად (ისინი არ მოახდენენ თქვენს იდენტიფიცირებას) კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისათვის, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია განუსაზღვრელი ვადით, თქვენთვის დამატებითი შეტყობინების გამოგზავნის გარეშე.

 

თქვენი იურიდიული უფლებები

გარკვეულ პირობებში, თქვენ გაქვთ შემდეგი კანონიერი უფლებები, თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

 

  • მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე (საყოველთაოდ ცნობილია როგორც „მონაცემთა სუბიექტის წვდომის მოთხოვნა“)
  • მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების კორექტირება
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა
  • თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება გააპროტესტოთ,  როდესაც ჩვენ ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესს (ან მესამე მხარის ინტერესს) და თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით არის რაღაც მიზეზი, რომლის გამოც გსურთ მონაცემების დამუშავების გაპროტესტება, რადგან გრძნობთ, რომ ეს გავლენას ახდენს თქვენს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების თქვენთვის ან მესამე პირისთვის გადაცემა
  • გააუქმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თანხმობას

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ ეს უფლებები, დაგვიკავშირდით მისამართზე Suite 5, Silk House, Park Green, Macclesfield, Cheshire, SK11 7QJ, გაერთიანებული სამეფო, ან ელფოსტის მისამართზე PatientGO@illingworthresearch.com.

 

გლოსარიუმი

კანონიერი საფუძველი

თანხმობა ნიშნავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, სადაც გამოხატეთ თქვენი თანხმობა განაცხადის სახით ან კონკრეტულად განაცხადეთ თანხმობა გარკვეული მიზნისთვის დამუშავებაზე. თანხმობა ძალაში იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თავისუფლად არის მოცემული და კონკრეტულად, ინფორმირებულად და არაორაზროვნად ასახავს თქვენს სურვილს. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს, ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ.

 

EEA გულისხმობს ევროპის ეკონომიკურ ზონას.

ლეგიტიმური ინტერესი ნიშნავს ჩვენი ბიზნესის დაინტერესებას ჩვენი ბიზნესის წარმართვაში და მენეჯმენტში, რაც საშუალებას მოგვცემს გაგიწიოთ საუკეთესო მომსახურება/მოგაწოდოთ საუკეთესო პროდუქტი და უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხო გამოცდილება. ჩვენ განვიხილავთ და ვაბალანსებთ ნებისმიერ პოტენციურ გავლენას თქვენზე (დადებითს და უარყოფითს) და თქვენს უფლებებზე, სანამ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებისთვის. ჩვენ არ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ საქმიანობისთვის, სადაც ჩვენს ინტერესებს აღემატება თქვენზე ზემოქმედება (თუ ჩვენ არ გვაქვს თქვენი თანხმობა ან კანონით სხვა რამ არ არის საჭირო ან ნებადართული). თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვაფასებთ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს თქვენზე შესაძლო ზემოქმედების საპირისპიროდ, კონკრეტულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების შესრულება გულისხმობს თქვენი მონაცემების დამუშავებას, როდესაც ეს აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად, რომელშიც თქვენ ხართ მონაწილე მხარე ან თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ნაბიჯების გადადგმა ასეთი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

იურიდიული ვალდებულებების შესრულება ნიშნავს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როდესაც ეს აუცილებელია იურიდიული ვალდებულების შესრულებისთვის, რომლებიც ვრცელდება ჩვენზე.

 

მესამე მხარეები

შიდა მესამე მხარეები

„Illingworth“ ჯგუფის სხვა კომპანიები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ერთობლივი მაკონტროლებელი ან დამმუშავებლები და რომლებიც დაფუძნებულია ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და უზრუნველყოფენ IT და სისტემის ადმინისტრირების მომსახურებას და წარმოადგენენ ხელმძღვანელობის ანგარიშს.

 

გარე მესამე მხარეები

მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც მოქმედებენ დამამუშავებლად და უზრუნველყოფენ IT და სისტემის ადმინისტრირების მომსახურებას.

პროფესიონალი მრჩევლები, რომლებიც მოქმედებენ დამმუშავებლად ან ერთობლივ მაკონტროლებლად, მათ შორის იურისტები, ბანკირები, აუდიტორები და მზღვევლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკონსულტაციო, საბანკო, იურიდიულ, სადაზღვევო და სააღრიცხვო მომსახურებას.

მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც მოქმედებენ დამმუშავებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ მოგზაურობას, საცხოვრებელს და ტრანსპორტირებას თქვენთვის, როგორც მომსახურების ნაწილს.

HM საშემოსავლო და საბაჟო, მარეგულირებლები და სხვა ორგანოები, რომლებიც მუშაობენ, როგორც დამამუშავებელი ან გაერთიანებული მაკონტროლებელი ბაზა გაერთიანებულ სამეფოში, რომლებიც საჭიროებენ დამუშავების საქმიანობის ანგარიშების წარდგენას გარკვეულ ვითარებაში.

 

თქვენი იურიდიული უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე (საყოველთაოდ ცნობილია როგორც „მონაცემთა სუბიექტის წვდომის მოთხოვნა“). ეს საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი, რომელსაც ვინახავთ და შეამოწმოთ, რომ ჩვენ მას კანონიერად ვამუშავებთ.
  • მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების კორექტირება. ეს საშუალებას გაძლევთ დააკორექტიროთ თქვენი არასრული ან არასწორი მონაცემები, თუმცა შეიძლება დაგვჭირდეს თქვენ მიერ მოწოდებული ახალი მონაცემების სიზუსტის გადამოწმება.
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა. ეს საშუალებას გაძლევთ მოგვმართოთ და მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, როდესაც არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მათი დამუშავება. თქვენ ასევე უფლება გაქვთ მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, როდესაც წარმატებით გამოიყენეთ დამუშავების გაპროტესტების უფლება (იხ. ქვემოთ), თუ შესაძლოა, რომ ჩვენ თქვენი ინფორმაცია უკანონოდ დავამუშავეთ ან თუ ვალდებული ვართ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ადგილობრივი კანონის შესასრულებლად. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია შევასრულოთ თქვენი წაშლის მოთხოვნა კონკრეტული იურიდიული მიზეზების გამო, რომლებსაც გაცნობებთ, საჭიროების შემთხვევაში.
  • თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება გააპროტესტოთ, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესს (ან მესამე მხარის ინტერესს) და თქვენს კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით არის რაღაც მიზეზი, რომლის გამოც გსურთ მონაცემების დამუშავების გაპროტესტება, რადგან გრძნობთ, რომ ეს გავლენას ახდენს თქვენს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ინფორმაციის დამუშავების ლეგიტიმური საფუძველი, რომელიც აღემატება თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებს.
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა. ეს საშუალებას გაძლევთ მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეჩერება შემდეგ შემთხვევებში:

(ა) თუ გსურთ, რომ დავადგინოთ მონაცემთა სიზუსტე;

(ბ) თუ ჩვენ მიერ მონაცემების გამოყენება არამართლზომიერია, მაგრამ თქვენ არ გსურთ, რომ ჩვენ წავშალოთ ისინი;

(გ) თუ გსურთ, რომ შევინარჩუნოთ მონაცემები მაშინაც კი, თუ ეს ჩვენ აღარ გვჭირდება, მაგრამ გჭირდებათ თქვენ, იურიდიული სარჩელის შესატანად, განსახორციელებლად და დასაცავად; ან

(დ) თქვენ გააპროტესტეთ თქვენი მონაცემების გამოყენება, მაგრამ ჩვენ უნდა გადავამოწმოთ გვაქვს თუ არა ამის ლეგიტიმური საფუძველი.

  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების თქვენთვის ან მესამე პირისთვის გადაცემა. ჩვენ მოგაწვდით თქვენ ან თქვენს მიერ არჩეულ მესამე პირს თქვენს პერსონალურ მონაცემებს სტრუქტურული, ჩვეულებრივ გამოყენებული, მანქანურად წაკითხვადი ფორმატით. გაითვალისწინეთ, რომ ეს უფლება ეხება მხოლოდ იმ ავტომატიზირებულ ინფორმაციას, რომლის დამუშავებაზეც თავდაპირველად თქვენ მოგვეცით თანხმობა ან ჩვენ გამოვიყენეთ ეს ინფორმაცია თქვენთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.
  • გააუქმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით თქვენს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების თანხმობას. ამასთან, ეს არ იმოქმედებს თქვენი თანხმობის გაუქმებამდე მონაცემთა ნებისმიერი სახის დამუშავების კანონიერებაზე. თუ თქვენ გააუქმებთ თანხმობას, ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ მოგაწოდოთ გარკვეული პროდუქტები ან გაგიწიოთ მომსახურება. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას თანხმობის გაუქმების დროს.

 

პერსონალური მონაცემების კატეგორიების აღწერა

  • ვინაობის ინფორმაცია: სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, მომხმარებლის სახელი ან მსგავსი იდენტიფიკატორი, ოჯახური მდგომარეობა, თანამდებობა, დაბადების თარიღი, სქესი, პასპორტის ინფორმაცია, მათ შორის ნომერი, სახელი, გაცემის ქვეყნის და ვადის გასვლის თარიღი.
  • საკონტაქტო მონაცემები: სახლის მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომრები და გადაუდებელი შემთხვევისას საკონტაქტო პირის ინფორმაცია.
  • ფინანსური მონაცემები: საბანკო ანგარიშის და გადახდის ბარათის დეტალები.
  • სატრანზაქციო მონაცემები: მოიცავს დეტალებს თქვენ მიერ გადახდებისა და დამატებით აპის შიდა მოთხოვნის შესახებ.
  • მოწყობილობის ინფორმაცია: მოიცავს თქვენ მიერ გამოყენებული მობილური მოწყობილობის ტიპს, მოწყობილობის უნიკალურ იდენტიფიკატორს (მაგალითად, თქვენი მოწყობილობის IMEI ნომერი, მოწყობილობის უკაბელო ქსელის ინტერფეისის MAC მისამართი ან მოწყობილობის მიერ გამოყენებული მობილური ტელეფონის ნომერი),] მობილური ქსელის ინფორმაციას, თქვენი მობილური ოპერაციული სისტემას, მობილური ბრაუზერის ტიპს და სასაათო სარტყელის პარამეტრს.
  • კონტენტის მონაცემები: მოიცავს თქვენს მოწყობილობაში შენახულ ინფორმაციას, ფოტოების, ვიდეოების  ან სხვა ციფრული შინაარსის ჩათვლით;
  • პროფილის მონაცემები: მოიცავს თქვენი მომხმარებლის სახელს და პაროლს, განაცხადის მოთხოვნის ისტორიას, თქვენს პრეფერენციებს და გამოხმაურებებს.
  • გამოყენების მონაცემები: მოიცავს დეტალებს თქვენ მიერ ჩვენი ნებისმიერი აპის გამოყენებასა თუ თქვენი ვიზიტების შესახებ ჩვენს ნებისმიერ ვებსაიტებზე, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ტრაფიკის მონაცემებით და სხვა საკომუნიკაციო მონაცემებით, საჭიროა თუ არა ეს ჩვენი ბილინგის თუ სხვა მიზნებისათვის, და რესურსები, რომლებზეც თქვენ გაქვთ წვდომა.

 

სპეციალური კატეგორიის მონაცემები

ეს მოიცავს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად აპში თქვენ მიერ გაკეთებულ მოთხოვნას (მაგალითად, მოთხოვნა ტრანსპორტზე ან საცხოვრებელზე) და შეიძლება შეიცავდეს დეტალებს თქვენი რასის ან ეთნიკურობის, რელიგიური ან ფილოსოფიური რწმენის შესახებ და ინფორმაციას თქვენი ჯანმრთელობის შესახებ.